მიხეიოლ ჯავახიშვილი

მიხეიოლ ჯავახიშვილი

вторник, 5 января 2016 г.

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
154-ე საჯარო სკოლა  VIII კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა; მასწავლებელი მანანა კიკნაძე
10.04/14
მიხეილ ჯავახიშვილი „ეშმაკის ქვა“
სწავლების საფეხური­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ და კლასი:  საბაზო საფეხური მე-8 კლასი
ინტეგრირებული საგნები:
·         ქართული
·         ისტორია
·         გეოგრაფია
·         ხელოვნება
·         ფსიქოლოგი
მოსწავლეთა რაოდენობა;      26 მისწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის;
კლასის ორგანიზება-----------ჯგუფური; მოსწავლეები გაერთიანდნენ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში; შეიქმნა ისტორიის, გეოგრაფიის, ხელოვნების, ფსიქოლოგიისა და ლიტერატურის დროებითი ჯგუფები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იკვლევდნენ და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვით:
ისტორია: იტორიკოსები მოიძიებენ ინფორმაციას კომუნისტური წყობის შესახებ, აქვეყნებენკომუნისტურ ატრიბუტიკას, ბელადების სურათებს,რეპრესიების შესახებ ინფორმაციას, რეპრესიებისა, რომელსაც შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი.
დრო--------------5-6 წთ.
ლიტერატურა: მოსწავლეები კითულობენ „ეშმაკის ქვას“, აანალიზებენ. გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს, ავლებენ პარალელებს სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან(„მარიტა“, „ამოდის ნათდება“)იმსჯელებენ სოფიოს ტრაგედიაზე და წაიკითხავენ მთვარისა და ტოტიას მონოლოგს. წარმოადგენენ მათეულ ხედვას, რატომ დაწერა მიხეილ ჯავახიშვილმა „ეშმაკის ქვა“ და რატომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყო ბრბოს ქევით.
დრო____________6-7 წთ.
გეოგრაფია:   წერაქვის ფიზიკურ - გეოგრაფიული მიმოხილვა; სლაიდები და მისი წარდგენა;
დრო---------------------5წთ.
ხელოვნება:  ხელოვანები მიმოიხილავენ მათთვის ხელმისაწვდომ   კინოფილმებსა და თეატრალურ ნაწარმოებებს,რომლებიც მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი, ისაუბრებენ კინომუსიკასა და მსახიობებზე, რომლებიც ასრულებენ მთავარ როლებს;
დრო---------------------5წთ
ფსიქოლოგია:  ვინაიდან სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი და ამ თემის განხილვა და შეჯამება წარმოუდგენელია ამ ასპექტის გარეშე, მოსწავლეები თვითონმოიძიებენ ფროიდის, დ. უზნაძის და სხვათა შეხედულებებს ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ და შეეცდებიან გააკეთონ დასკვნები
დრო-------------------5-7წთ
ეროვმნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
მისაღები შედეგები:
ზეპირმეტყველება
ქართ. VIII. 1. მოსწავლესშეუძლიაკონკრეტულსაკითხებზემსჯელობისმოსმენადასაკუთარითვალსაზრისისწარმოდგენააუდიტორიისწინაშე.
ქართ. VIII. 2. მოსწავლესშეუძლიაორატორისგამოსვლისმოსმენადამისიშეფასებასაკომუნიკაციოამოცანისადააუდიტორიისგათვალისწინებით. 
ქართ. VIII. 3. მოსწავლესშეუძლიამსჯელობისძირითადიენობრივიმახასიათებლებისამოცნობადაგამოყენება. 
ქართ. VIII. 4. მოსწავლესშეუძლიაზეპირიგამოსვლისმოსამზადებლადსტრატეგიებისარჩევადაგამოყენება.

გაკვეთილის მსვლელობა:   ლიტერატურის გაკვეთილზე გაჩნდა კითხვები: ვინ იყო, სად დაიბადა და გაიზარდა, სად არის დასფლავებული, რატომ დაწერა „ეშმაკის ქვა“ და ასე შემდეგ.
   ამიტომ გადაწყდა შეგვექმნა დროებითი ჯგუფები და გვეკვლია ის თემები, რომლებიც ასეთი ინტერესის საგანი გახდა. მოეძებნათ და გაეგოთ ყველაფერი „ეშმაკის  ქვის“ ავტორის შესახებ, რასაც მათი ინტელექტუალური პოტენციალი გაწვდებოდა, რასაც ჩათვლიდნენ საკმარისად ამ ეტაპზე. ისინი ხომ ჯერ კიდევ მე-8 კლასელები არიან და მათთვის ცოტა რთულია სრული ფსიქოლოგიური სურათის დადება.
ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა 5 ჯგუფიისე, რომ პროგრამული საგაკვეთილო მასალის შესწავლა არ შეფერხებულა, ეს არც თუ ისე ადვილი იყო.
1.      გაკვეთილს ისტორიის ჯგუფი დაიწყებს. ისინი თავიანთ ნაღვაწს სლაიდებზე განათავსებენ და ისე წარუდგენენ კლასს და დამსწრე საზოგადოებას. სლაიდებზე დატანილი იქნება კომუნისტური ატრიბუტიკა, ისტორიული მიმოხილვა იმ ავადსახსენებელი პერიოდისა. ეს ყველაფერი ფრაგმენტულად ექნებათ მოწოდებული, ვინაიდან ამ თემის მოკლე ხანში სრულად წარმოდგენა შეუძლებელია. ისაუბრებენ რეპრესიებზე, რომელმაც შეიწირა მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლე.
2.      ლიტერატურა: კითხულობენ „ეშმაკის ქვას“,  აანალიზებენ, გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს, ავლებენ პარალელებს სხვა ნაწარმოებებთან; კითხულობენ მთვარისა და ტოტიას მონილოგს; აქვე გააჟღერებენ მათეულ ხედვას მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ, ვფიქრობ მეტად ორიგინალურად აღიქვეს ეს თემა.
.
3.ფსიქოლოგები:   შეძლებისდაგვარად შეეცდებიან დაგვანახონ ბრბოს ფსიქოლოგიის ანალიზი „ეშმაკის ქვისა“ და მასთან დაპარალელებული  ნაწარმოებების ფონზე. ისაუბრებენ ამ საკითხზე ფროიდისა და დ. უზნაძის  ნაშრობების დახმარებით.  მათ ჩაწერეს თემში მცხოვრებ ფსიქოლოგ ზურაბ ბაქრაძის ინტერვიუ მათთვის საინტერესო თემაზე. ამ ინტერვიუს პირველად წარმოადგენენ გაკვეთილზე.
4.ხელოვნება: ისუბრებენ „ჯაყოს ხიზნებზე“ კინომუსიკაზე, მსახიობებზე, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ თეატრსა თუ კინოში
5გეოგრაფია: წერაქვის ფიზიკურ- გეოგრაფიული მიმოხილვა, რომელიც ასევე სლაიდებზე იქნება განთავსებული
 ბოლოს წარმოადგენენ ყველა ჯგუფის მიერ შექმნილი სჯაიდებისგან შექმნილ სლაიდშოუს, რომელიც საინტერესო სანახავი იქნება და ასევე სასარგებლო სასწავლო რესურსც.
           მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
რა გავიგე
რის გაგება მსურს
ჩემი წილი შრომა ჯგუფში
მასწავლებლის შეფსების სქემა
ჯგუფები
აუდიტორიასთან
კავსირი 2 ქულა
საკუთარი თავის ფლობა 2ქულა
ნაშრომის ინფორმაციულობა
2 ქულა
ნაშრომის დიზაინის ეფექტურობა
2 ქულა


როდესაც ყველა ჯგუფი დაასრულებს გამოსვლას ისინი წარმოადგენენ ერთობლივ სლაიდშოუს, რომელიც ალბათ საინტერესო სასწავლო რესურსი იქნება ისევე, როგორც ცალკეული ჯგუფების ნაშრომები.
საგანმანათლებლო რესურსები: ტექნიკა და ინტერნეტი: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ეკრანი; საწერი საშუალებები, ფანქარი, კალამი დაფა.
ინფორმაციის წყაროები: სახელმძღვენელოები, ინტერნეტი, მასწავლებლის კონსულტაცია;

ელექტრონული რესურსები:  google.com;  youtybe.com; პოვერ პოინტი; ინტერნეტი.

пятница, 25 июля 2014 г.

გაკვეთილის რეფლექსია


                                                              რეფლექსია                                            ინტეგრირებული გაკვეთილი
წამყვანი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა. მასწავლებელი : მანანა კიკნაძე
                          კლასი ძალიან შრომისმოყვარეა და სიახლეებისადმი დადაებითადაა განწყობილი. მათთან წარმოუდგენელია ჩაატარო უღიმღამო , უემოციო გაკვეთილი, რადგან მე-5 კლასიდანვე მიჩვეულები არიან ძიებას, კვლევას, საკუთარი აზრის გამოხატვას და მის პატივისცემას. როდესაც გვჭირდება არაორდინალური აქტივობების განხორციელება, მოსწავლეები ერთიანდებიან. ყველა აკეთებს იმას, რაც კარგად გამოსდის. კამათობენ, ეძებენ გზებს უკეთესი არჩევანის გასაკეთებლად და ბოლოს თანხმდებიან, ინაწილებენ სამუშაოს და აქტიურად იწყებენ ჩანაფიქრის განხორციელებას. არ გამკვირვებია, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ ირგვლივ ბევრი საინტერესო კითხვა გაისმა. ფაქტობრივად საქმე გაკეთებული მქონდა, ისინი დაინტერესდნენ და ცხადი იყო, რომ „მთებს გადავდგამდი“ მათთან ერთად.
             საინტერესო იყო მათ მიერ შემოთავაზებული წინადადება, რაც შემდეგში მდგომარეობდა: მანამდე შევისწავლეთ ვაჟა-ფშაველას ამოდის ნათდება“ და გიორგი ლეონიძის „მარიტა“. ამ სამ ნაწარმოებში მათ ერთი პრობლემა დაინახეს და შეეცადნენ ბრბოს სინდრომი ექციათ ამ გაკვეთილის ძირითად თემად. ამრიგად გამოიკვეთა ლიტერატორების ჯგუფი, რომლებმაც მიზნად დაისახეს ამ სამი ნაწარმოების დაპარალელება. მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესით ველოდი მათ დასკვნებს.
რახან ბრბოს სინდრომმა გაიჟღერა, შეიქმნა მეორე, ფსიქოლოგების ჯგუფი და კვლევის საგნად გაიხადეს ბრბოს ფსიქოლოგიაზე მასალების მოძიება
გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ ჯავახიშვილი რეპრესირებული მწერალია, ჯერი ისტორიაზე მიდგა და ისტორიკოსობაც დიდი ინტერესით მოირგეს.
ვინაიდან საკმაოდაა ათვისებული მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება კინოსა და თეატრში, ხელოვნებასაც გადაწვდნენ.
საჭირო გახდა გეოგრაფებიც ჩართულიყვნენ და ცოტა რამ მოეძიებიათ მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიური მხარის შესახებ. ეს მათი სურვილი გახლადათ.
როგორც ვხედავთ ხუთმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, რათა გაკვეთილი შეძლებიდაგვარად სრულყოფილი, დატვირთული, ინფორმაციულად საინტერესო და რაც მთავარია, ცოდნის მიმცემი ყოფილიყო.
                    საკმაოდ შრომატევადი გამოდგა საქმე. მუშაობდნენ ძალიან დიდი ინტერესით, ხალისით და თვითონვე უხაროდათ მუშაობის პროცესში მოპოვებული სიახლეებთან შეხვედრა. გამოიკვეთა მოტივაციის მაღალი დონე. ხუთივე ჯგუფი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა და საინტერესოდ შეეფუთა საპრეზენტაციოდ.
ორი კვირის განმავლობაში გროვდებოდა მასალები. იყო კამათი წარდგენის ფორმაზე, ინფორმაციის სიზუსტეზე, იმაზე, თუ როგორ აჯობებდა ამა თუ იმ აქტივონის განხორციელება.
ლიტერატორების ჯგუფის მუშაობა უნდა გაწერილიყო შემდეგ მოთხოვნებზე ესგ-დან:

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.          გამომდინარე იქიდან, რომ მე-8 კლასელები თავიდან ბოლომდე სრულყოფილად ვერ გაართმევდნენ თავს სამი ნაწარმოების მხატვრულ ანალიზს, ძალიან კარგი შედეგი დადეს. გარდა იმისა, რომ ნამდვილად საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი ნაშრომი, რომელიც ბლოგის სხაითაა წარმოდგენილი, მათ შექმნეს საკუთარი ნოველები: მთვარისა და ტოტიას მონოლოგი. სამივე ნაწარმოებიდან ამოწერეს მხატვრული ხერხები, წარმოადგინეს მ. ჯავახიშვილის ბიოგრაფია და იმსჯელეს ნაწარმოებების მხტვრულ და ლიტერატურულ ღირებულებაზე, თემასა და იდეაზე. ეს ყველაფერი გააკეთეს პაუერ პოინტში თავისი ტექსტებით და ვიზუალური მასალით.

ასეთივე შემართებით იმუშავეს გეოგრაფებმა, რომლებმაც წარმოადგინეს სლაიდებზე განთავსებული წერაქვისა და მისი შემოგარენის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ საინტერესოდაა გაკეთებული.
                 საინტერესო იყო ფსიქოლოგების ნაშრომის ხილვა, ძირითადად დ. უზნაძის ბრბოს ფსიქოლოგიაზე ჰქონდათ აქცენტი გამახვილებული. მათი შრომა იმდენად იყო საინტერესო, რომ ჩვენ ვიყავით ერთმანეთის კონსულტანტები, ვინაიდან სკოლაში არ არის ფსიქოლოგი, რომელიც მოგვცემდა პროფესიულად გამართულ რჩევას. ამიტო ბავშვები ეწვივნენ ჩვენი სკოლის ყოფილ მოსწავლესა და ყოფილ ფსიქოლოგ ზურაბ ბაქრაძეს და ჩაიწერეს მისი მოსაზრება ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ.
               ძალიან საინტერესო ნაშრომი წარმოადგინეს ისტორიკოსებმა, მათ პრეზენტაცია სიმბოლურად საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყეს, რამაც აუდიტორია საბჭოეთში „დააბრუნა“. სლაიდებზე განათავსეს საბჭოთა ატრიბუტიკა, რეპრესიების ამსახველი ფოტო მასალა და წარმოადგინეს თითქმის ყველა რეპრესირებული პიროვნება ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში. ეს ყველაფერი გადიოდა ესგ-ით გათვალისწინებულ სტანდარტზე:

ისტ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები. ისტ.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები. ისტ.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.ტურის სფეროდან.            ხელოვანებმა წარმოადგინეს მ. ჯავახიშვილის მუზეუმის შესახებ ცნობები, ფილმები და თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც მ. ჯავახიშვილის ნაწარმოებებზეა შექმნილი. მათი ნაშრომი ამოსულია ესგ-ს შესაბამისი მიზნებიდან:ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ს.გ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.                ვვარაუდობ, რომ საბაზო საფეხურზე მე-8 კლასელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს. მათ არ უჭირთ პრეზენტაცა და ცდილობენ თავიანთი ნაშრომი საინტერესოდ და მიმზიდველად წარმოადგინონ. იყენებენ წინარე ცოდნას და აკავშირებენ ერთმანეთთან, ადარებენ, იკვლევენ და საკმაოდ კარგად ხდება მათ მიეტრ მოძიებული მასალის სინთეზირება, რაც საშუალო საფეხურის მოთხოვნაა.
გაკვეთილზევე ხდებოდა თითოეული ჯგუფის შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, რომელიც გაკვეთილის გეგმაშია ჩადებული.